10 იანვარი 2025,   19:28
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოში არსებობს 100 ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და აუცილებელია მათი აღსრულება ეროვნულ დონეზეც მოხდეს - რატი იონათამიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში არსებობს 100 ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ მათი აღსრულება ეროვნულ დონეზეც მოხდეს.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე სწორი სამართლებრივი შეფასება დადგეს.

"სტრასბურგის სასამართლოში არსებობს 100 ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ მათი აღსრულება ეროვნულ დონეზეც მოხდეს. მათ შორის, არის ადამიანების წამება და სასტიკი მოპყრობა. ყველაზე მძიმედ ეს ციხეებში, პატიმრების მიმართ აისახებოდა. ასევე სახელმწიფო რეკეტი კერძო საკუთრების და ბიზნესის მიმართ, მედიის ოკუპაცია და განსხვავებული აზრის ჩახშობა, პოლიტიკური ოპონენტების განსაკუთრებული სისასტიკით ცემა და ანგარიშსწორება. ყველაზე საზარელი და შემზარავია ადამიანების ქუჩაში დახვრეტა ამ რეჟიმის მხრიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეებზე სწორი სამართლებრივი შეფასება დადგეს. ჩვენ ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობას", თავის ანასხლეტებთან, თუ როგორ მტრობენ ქვეყანას და მოქალაქეებს. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია იქნება პოლიტიკური პროცესებისა და გარემოს გაჯანსაღებისთვის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები