მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმის სასამართლო სხდომის პარალელურად, დაკავებულთა მხარდასაჭერად სასამართლოსთან მსახიობები, რეჟისორები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. სასამართლოსთან შეკრებილები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
"ვნახოთ, რა იქნება. ყველა დაკავებული მნიშვნელოვანია, მაგრამ ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიმშვიდებ უფრო," - ამბობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი.