16 აგვისტო 2026,   06:37
ვრცლად
"დიდი ისტორიის მქონე კლუბ "ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!" - თიკა ფაცაციას შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგი წარმატება

"დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე კლუბ "ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!...ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ" - "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია, სოციალურ ქსელში, შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგი წარმატების შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

"ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერთიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ,"- წერს თიკა ფაცაცია. 

ანდრო ანთელაძე სექტემბრიდან ოფიციალურად, ლიეტვური საკალათბურთო კლუბის"ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა.

მანამდე ანდრო "ფიბას" ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი საქართველოს 18/20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელის ადგილი დაიკავა.

დღის ამბები