14 თებერვალი 2025,   05:15
ვრცლად
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მნიშვნელოვან ტესტ მატჩებს გამართავს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მნიშვნელოვან ტესტ მატჩებს გამართავს. თებერვლის ბოლოს საქართველოს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და უმცროს ბორჯღალოსნებთან" ორ შეხვედრას გამართავს.

ლადო კილასონიას მორაგბეები, ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატებზე 4-ჯერ შეხვდნენ და ყველა ჯერზე გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა. ქართველი 20 წლამდელები აფრიკელ თანატოლებს 23 თებერვალს "ავჭალაზე", 28 თებერვალს კი "ლელო არენაზე" შეერკინებიან.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

დღის ამბები