ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. საუბარია პუტინის განცხადებაზე, რომ ის უკრაინის საკითხზე ამერიკასთან მოლაპარაკებების გასამართად მზად არის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტას არ აპირებს. ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერი ცდილობს მანიპულირებას ტრამპის სურვილზე - დაამყაროს მშვიდობა მსოფლიოში.
"მივიღე საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოხსენება, რუსეთის სამხედრო პოტენციალისა და პუტინის მზადყოფნის შესახებ, გააგრძელოს ომი და მანიპულირება მსოფლიოს ლიდერებზე. კერძოდ, ის მანიპულირებს ამერიკის პრეზიდენტის სურვილით, მიაღწიოს მშვიდობას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული მცდელობები წარმატებული აღარ იქნება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინის საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებები გამართოს