08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
27 გარდაცვლილი და 180 დაშავებული - ტრაგედია ბუქარესტში

ტრაგედია ბუქარესტში. რუმინეთის დედაქალაქში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, 180 კი - დაშავდა. გარდაცვლილთა უმეტესობა თინეიჯერია. შემთხვევა ღამის კლუბში უფასო როკ კონცერტის დროს მოხდა.

ხანძარი, სავარაუდოდ, შოუს დროს პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია, რასაც შემდეგ აფეთქება და შენობის გასასვლელთან ჭყლეტა მოჰყვა. ხანძრის დროს ღამის კლუბში 400–მდე ადამიანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

ტრაგედიის გამო რუმინეთის პრემიერმინისტრმა მექსიკაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება.

დღის ამბები