08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
ტრაგედია საბერძნეთის სანაპიროებთან - მიგრანტების ნავების ჩაძირვას 22 ადამიანი ემსხვერპლა

მორიგი ტრაგედია მოხდა საბერძნეთის სანაპიროსთან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ორ სხვადასხვა კუნძულთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა. შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 150–მდე კი გადაარჩინეს.

დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. მიგრანტები საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლას თურქეთიდან ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მაროკოს სანაპიროსთანაც.

არალეგალების გემის ჩაძირვის შემდეგ ესპანეთის სანაპირო დაცვამ ადგილზე 15 ადამიანი გადაარჩინა, 35–ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები