08 ოქტომბერი 2024,   20:48
ვრცლად
ჰილარი კლინტონს საარჩევნო გამოსვლა შეაწყვეტინეს

ჰილარი კლინტონს ფერადკანიანმა აქტივისტებმა წინასაარჩევნო შეხვედრა შეაწყვეტინეს. ინციდენტი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მოხდა.

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავდა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე საუბრობდა, როდესაც შეხვედრაზე ხმამაღალი შეძახილებით დემონსტრანტები შეიჭრნენ.

აქტივისტების 10 კაციანი ჯგუფი შეერთებულ შტატებში პოლიციის სისასტიკესა და რასიზმს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

დღის ამბები