08 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
ბარაკ და მიშელ ობამებმა ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით თეთრ სახლში ტრადიციული მიღება გამართეს

ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით თეთრ სახლში ტრადიციული მიღება გაიმართა. ბარაკ და მიშელ ობამებმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებსა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ პატარებს ტკბილეული დაურიგეს. წვეულებისთვის თეთრი სახლის ეზო საგანგებოდ იყო გაფორმებული, აკრობატები კი სახალიხო ნომრებს ასრულებდნენ.

ტრადიციულად ბავშვების უმეტესობა სუპერ-გმირების ფორმაში იყო გამოწყობილი, თუმცა თეთრი სახლის ეზოში ერთ–ერთი პატარა რომის პაპის სამოსით მივიდა.

დღის ამბები