08 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი ემსხვერპლა

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩა. ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, მგზავრებს შორის 3 უკრაინის, დანარჩენები კი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

ტრაგედიის გამო რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. კერძო ავიაკომპანიის "კოგალიმავიას" კუთვნილი ეარბას 321, რომელიც რეისს შარმელშეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, სინის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ არიშის მახლობლად ჩამოვარდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფებმა უკვე იპოვეს ლაინერის შავი ყუთებიც. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. 

დღის ამბები