
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტს 130 მილიონი ლარი მოხმარდება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.