
საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, პროკურატურაში კითხვებს "ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი წევრი, გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
"ჩემი კოლეგები იყვნენ გამოკითხვაზე - საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი გამოკითხვა. ჩვენი ინფორმაციები, ძირითადად, არის საერთო, რადგან ჩვენ ცალ-ცალკე არ შეგვიტანია, ორგანიზაციის სახელით შევიტანეთ ეს განცხადება. ამიტომ, ალბათ, ეს ინფორმაციები მეორდება, შეიძლება რაღაცები იყოს დამატებული - ჩაკითხვები იყოს ან რამე ახლით დაინტერესდნენ. კონკრეტულად, მე ჯერ არ ვიცი რა იქნება - ძირითადი წყარო არის საჯარო ინფორმაციები და შემდეგ უკვე, ამ საჯარო ინფორმაციებზე დაყრდნობით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რამდენად შეიძლება იყოს კრიმინალი თუ პოლიტიკური ბრძოლის ფორმები," - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
იქამდე, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის კითხვებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი წევრი, ბიძინა გიორგობიანი პასუხობდა. მან ჩვენება გუშინაც მისცა.
"ერთიანი ნეიტრალური მოძრაობის" მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო. გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა საჩივრის სამმა ავტორმა.