24 მარტი 2025,   01:49
ვრცლად
"ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მთელი ევროპის დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა... ბატონებო და ქალბატონებო, ეს მიუღებელია" - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მიუნხენის კონფერენციაზე ჯეი დი ვენსის გზავნილები შეაფასა.

მისი თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები მიუღებელია.

"ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთელი ევროპის დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მან ისაუბრა დემოკრატიის გაუქმებაზე და, თუ სწორად გავიგე, პირობები ევროპის ზოგიერთ ნაწილში ავტორიტარულ რეჟიმებს შეადარა. ბატონებო და ქალბატონებო, ეს მიუღებელია", – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ევროპისთვის მთავარიო საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ მისსავე შიგნითაა.

 

დღის ამბები