16 აგვისტო 2026,   05:37
ვრცლად
დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას, სტუმრად სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს.

21 თებერვალს, დანიელებთან ურთულეს ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით, ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდეს და ზედიზედ მეექვსედ ითამაშებენ, კონტინენტის საუკეთესო ნაკრებებს შორის, ამიტომ დღეს, ბელგრადში გასამართ სერბეთ-საქართველოს მატჩზე რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს და ანგარიშის მიუხედავად, სერბეთი ჯგუფში პირველ, საქართველო კი, მეორე ადგილს დაიკავებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელგრადში ჩასატარებელ შეხვედრას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ჯიკიჩმა ნაკრების ლიდერებს თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინს დასვენების საშუალება მისცა.

 

დღის ამბები