
პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში - ადგილზე იყო ოპოზიციური პარტიის, "ტისას" ლიდერი პეტერ მადიარიც, რომელმაც პირობა დადო, რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს. მადიარმა მოძრაობა ერთი წლის წინ დააფუძნა.
გამოკითხვების თანახმად, მის პარტიას ორბანის პარტია უსწრებს. მანამდე უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ გაამკაცრებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.