17 მარტი 2025,   02:52
ვრცლად
"ძალიან ვწუხვარ, რომ ისტორიული "ამერიკის ხმა" 83 წლის განმავლობაში პირველად დაადუმეს" - მაიკლ აბრამოვიჩი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ძალიან ვწუხვარ, რომ ისტორიული "ამერიკის ხმა" 83 წლის განმავლობაში პირველად დაადუმეს", - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" დირექტორი, მაიკლ აბრამოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.

      "დღეს დილით გავიგე, რომ "ამერიკის ხმის" პრაქტიკულად მთელი პერსონალი - 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, მათ შორის მეც, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაიყვანეს," - წერს აბრამოვიჩი.

      მანამდე ინფორმაცია ABC News-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, თანამშრომლებმა წერილი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისგან უკვე მიიღეს.

      ამასთან, ჟურნალისტი ტარა პალმერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სახელმწიფო დაფინანსება "რადიო თავისუფლებას" შეუწყდა.

      გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც "ამერიკის ხმის," "რადიო თავისუფლებისა" და სხვა აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ზედამხედველი ორგანიზაცია დახურა.

      დღის ამბები
      მეტი