18 მარტი 2025,   12:19
ვრცლად
"ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა პოლიტიკის გამკაცრება" - პაატა სალია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან ლიბერალურმა მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ დღის წესრიგში მისი გამკაცრების საჭიროება დადგა.

      "ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ მნიშვნელოვანი კარგი შედეგი ვერ გამოიღო, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ამ პოლიტიკის გამკაცრება.

      გამკაცრდება ნარკოტიკების გამყიდველების სასჯელი, 12-დან 20 წლამდე და ამ შემთხვევაში, შეიძლება უვადოც იყოს და უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდი ოდენობაა, დიდი ოდენობაა თუ მცირე ოდენობაა", - განაცხადა პაატა სალიამ.

      ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. 

      განსაკუთრებით მკაცრი მიდგომებია რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

      დღის ამბები
      მეტი