
This is a modal window.
თურქეთში, პოლიციამ, აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი ქუჩაში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებს. იზმირში, სპეცრაზმთან შეტაკებები იყო - ძალოვნებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. ანკარაში დაპირისპირების დროს კი, ცრემლსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები.
იმამოღლუ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეგ, კორუფციისა და ტერორისტული ჯგუფისთვის დახმარების ბრალდებებით აიყვანეს. მასთან ერთად, საქმეზე 106 ადამიანი დააკავეს.
ოპოზიციამ ეს ნაბიჯი "გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა და მთავრობის მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაზე საუბრობს — ბრალდებებს, მთავრობა უარყოფს.