27 მარტი 2025,   06:08
ვრცლად
საიას სარჩელის შინაარსი - 17 ოქტომბერს შეტანილი სარჩელიდან 5 თვის შემდეგ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აღიარებს, რომ სტრასბურგში გამჭვირვალობის კანონის გაუქმება არ მოუთხოვია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      იუსტიციის მინისტრის მოადგილე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს. საუბარია სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ სარჩელზე, რომლის შინაარსიც ორგანიზაციამ მხოლოდ ახლა, დავის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან განსხვავებით, საიას ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის შეჩერება არ მოუთხოვია. ეს უწყებისთვის მორიგი დასტური და აღიარებაა, რომ გამჭვირვალობის კანონი სადაო არც თავად მოსარჩელე მხარისთვის იყო.

      საიამ, საერთაშორისო სამართლებრივი დავა 17 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დუმილი მხოლოდ ახლა დაარღვია. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მედიასთან დაადასტურა, რომ სტრასბურგში, დროებით ღონისძიებად, გამჭვირვალობის კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ. მოსარჩელე მხარე კანონის შეჩერებას საჭიროდ არც დღეს თვლის.

      არასამთავრობო ორგანიზაციისგან ამ განმარტებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა სახელისუფლებო გუნდი. უმრავლესობის თქმით, საია უკვე თავად აღიარებს, რომ საერთაშორისო სასამართლოში კანონის შეჩერების მოთხოვნის დასაყენებლად სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ამჯერად, "ქართული ოცნების" შეკითხვის კიდევ ერთი ადრესატი ევროკავშირის ელჩიც გახდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მესამე სექტორის მთავარი დამფინანსებელია.

      ევროსასამართლოსგან განსხვავებით, მოსარჩელე მხარე გამჭვირვალობის კანონის შეჩერებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეთა პლენუმმა, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სალომე ზურაბიშვილის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც სარჩელის ავტორებმა სასამართლოზე ღია შეტევა დაიწყეს.

      საიას გადაწყვეტილების მოტივაციას ვერ ხსნის ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ორგანიზაციის კრიტიკას ერიდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", საერთაშორისო დავის დაწყების დროს შეცდომები დაუშვა.

      მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო სექტორი სტრასბურგში მოსალოდნელ მარცხს წინასწარ აცნობიერებდა და საერთაშორისო დავის ტაქტიკა უცხოელ დამფინანსებლებთან კოორდინაციით შეცვალა.

      საკონსტიტუციო სასამართლოში, მე-5 პრეზიდენტის შეტანილი სარჩელის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მე-6 პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.