
This is a modal window.
ორი ქვეყნის გამოწვევები, თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ბუდაპეშტში შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, პიტერ სიიარტომ მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამბასადორიალზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამბასადორიალის ფარგლებში უნგრელ დიპლომატებს მიმართა. დისკუსიაში მონაწილეების შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და ხელისუფლების მხარდამჭერად რჩება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე.
ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში გადაინაცვლა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკადემიის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მთავრობის სამომავლო ურთიერთობას შეეხო.
საჯარო ლექციის შემდეგ, მედიასთან აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეხვედრის დროსაც ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდაჭერასა და დახმარებაზე გამახვილდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში ერთ დღიანი იყო და უკვე დასრულებულია.