22 მარტი 2025,   18:20
ვრცლად
"როცა გაიგო, რომ ხვიჩას სამშობლოდან ვიყავით, მარტივად დაგვთანხმდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პსჟ-ს ყოფილ ვარსკვლავთან
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფიციალურ ვებ -გვერდზე, ჟურნალისტ დაჩი წურწუმიას მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა პსჟ-ს ყოფილ ვარსკვლავთან, ხავიერ პასტორესთან, სადაც ყოფილმა ფეხბურთელმა აქცენტი ბევრ საინტერესო საკითხზე გააკეთა. მათ შორის ისაუბრა პსჟ-ს მდგომარეობასა და ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც ფენომენი უწოდა.

      "პარი სენ-ჟერმენის ბოლოდროინდელი წარმატებების და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, დიდი ინტერესია ამ კლუბის გარშემო და ბუნებრივია, ჩვენც გვქონდა დაინტერესება, რომ შეფასება მოგვესმინა ამ გუნდის უშუალოდ ერთ-ერთი წევრისგან და ამ შემთხვევაში, ასეთი აღმოჩნდა ხავიერ პასტორე, პირველი "პარი სენ-ჟერმენის" დიდი პროექტის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელთან კომუნიკაციას საკმაოდ
      მარტივად წარიმართა. "ვოთსაფის" საშუალებით დავუკავშირდით მას და როცა გაიგო, რომ ხვიჩას სამშობლოდან ვიყავით, მარტივად დაგვთანხმდა ინტერვიუზე. ძალიან უშუალო ადამიანია და ეს აისახა ჩვენს საუბარზეც. შემიძლია შევპირდე ჩვენს მაყურებელს, რომ ამ და სხვა მსგავსი კალიბრის სპორტსმენებთან ეს არ იქნება ჩვენი ბოლო ინტერვიუ და მომავალშიც შევთავაზებთ ძალიან საინტერესო სიახლეებს," - ამბობს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, დაჩი წურწუმია.

      დღის ამბები
      მეტი