23 მარტი 2025,   12:21
ვრცლად
"ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ "დიფ სთეითი" კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს" - მამუკა მდინარაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი სენატორ ჯიმ რიშს მომავალი წლის შუალედური არჩევნების წინ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

      "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი წერს, რომ სენატორი რიში ყოველთვის გამოირჩეოდა "დიფ სთეითის" აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით. მამუკა მდინარაძეს იმედი აქვს, რომ ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს.

      "გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდa. ბუნებრივია, ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს… თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა "დიფ სთეითის" აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად "დიფ სთეითის" ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.

      შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ "დიფ სთეითი" კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.

      საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!" - წერა მამუკა მდინარაძე.

      დღის ამბები
      მეტი