
This is a modal window.
"ჩვენ გადავწყვეტთ მაშინ, როდესაც იქნება ამის დრო, მივიღოთ თუ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამაცხადა.
მისივე თქმით, ვერც "ნაციონალური მოძრაობისა" და ვერც "ქართული ოცნების" ზეწოლა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ვერავინ, ვერც "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა, ვერც "ქართული ოცნების" ზეწოლა, ან რაიმე სახით იმის თქმა, რომ ჩვენს პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღება სხვა ქვეყნებში და ეს აისახება შემდგე ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ანუ ვერაფერი ვერ იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ გადავწყვეტთ მაშინ, როდესაც იქნება ამის დრო, მივიღოთ თუ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის ჩვენი პასუხი, აქედან გამომდინარე, არანაირი სხვა ფაქტორი არ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.