30 მარტი 2025,   06:54
ვრცლად
"უკვე განსაზღვრული გვაქვს პირთა წრე, ვინც უნდა იყოს გამოკითხული" - პაატა სალია საგამოძიებო კომისიაზე, სადაც დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხის განხილვა იწყება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დღეს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მსჯელობას გეგმავს.

      მთავარი განსახილველი საკითხი, აგვისტოს ომი და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა.

      ამ თემაზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში დაბარებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე. აპირებენ თუ არა ისინი სხდომაზე მისვლას, უცნობია.

      პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას განცხადებით, კომისია განიხილავს იმ გარემოებებს, რომელიც წინ უძღოდა სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას.

      "კომისიის შემდგომი სხდომა მიეძღვნება აგვისტოს ომის მოვლენებს, კერძოდ კი, საუბარი გვექნება იმ გარემოებებზე, რაც წინ უძღოდა სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას, უშუალოდ რუსეთის სამხედრო ნაწილების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს პირთა წრე, ვინც უნდა იქნენ გამოკითხული", - განაცხადა პაატა სალიამ.

       

      დღის ამბები
      მეტი