30 მარტი 2025,   05:12
ვრცლად
"არასოდეს წავალთ იმ გზაზე, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს" - რეჯეფ თაიპ ერდოღანი თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შეკრებების აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლში უკვე ერთი კვირაა დემონსტრაციები გრძელდება.

      ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ისინი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. ბოლო 7 დღის განმავლობაში დაკავებულია აქციის ათასზე მეტი მონაწილე.

      მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რეჯეფ თაიპ ერდოღანი.

      "არასოდეს წავალთ იმ გზაზე, რომელმაც შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს", - ამბობს პრეზიდენტი და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა დემონსტრანტების უკან "იაფფასიანი პოლიტიკით" მოღალატეები დგანან.

      სტამბოლის მერს სხვა დანაშაულებთან ერთად კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

      დღის ამბები
      მეტი