30 მარტი 2025,   05:57
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსაც მოუწევს საკუთარი სახელი დაარქვას ფაქტებს, მოვლენებს, რაც ხდებოდა ნოემბერში და დეკემბერში ჩვენს ქვეყანაში" - ლადო ბოჟაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შიდა ტერორიზმის დეფინიციასთან დაკავშირებით აშშ-ის პროკურორის, შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.

      პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

      "ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სწორად აფასებს იმ პროცესებს, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში და ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას, მანამდე ჰქონდა ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ წევრ სახელმწიფოებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც მოუწევს საკუთარი სახელი დაარქვას ფაქტებს, მოვლენებს, რაც ხდებოდა ნოემბერში და დეკემბერში ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და ადამიანის ცოცხლად დაწვის სურვილი იყოს გმირთა და ამის ჩამდენი პრეზიდენტმა შეიწყნაროს, გმირად აქციოს, ხდებოდეს ამის რომანტიზება და წახალისება, რომ ასეთი დანაშაულები გახდეს დაუსჯელი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

      შეგახსენებთ, ამერიკის მთავარმა პროკურორმა ბოლო პერიოდში ილონ მასკის კომპანიის, "ტესლას" ავტომანქანების, სხვადასხვა, მათ შორის "მოლოტოვის კოქტეილების" მეშვეობით დაწვა შიდა ტერორიზმად მოიხსენია. პენ ბონდის ამ პოზიციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური ქსელით. შალვა პაპუაშვილმა თბილისში გამართული აქციები გაიხსენა და დაინტერესდა თუ რას ხმარდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

      დღის ამბები
      მეტი