30 მარტი 2025,   05:50
ვრცლად
"მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ მხარეები შეძლებენ დიალოგს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - დონალდ ტრამპი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ჩვენ ამჟამად კრემლის მიერ დაწესებულ ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. 

      დონალდ ტრამპის თქმითვე, მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს აღწევენ. 

      "მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად. ჩვენ ამჟამად კრემლის მიერ დაწესებულ ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს ვიკვლევთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის შესახებაც არასოდეს უნდა გვეფიქრა. ომი არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ, ამის თქმა შემიძლია. მიმდინარეობს ძალიან დიდი და დეტალური მოლაპარაკებები ორივე ფრონტზე. მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ მხარეები შეძლებენ დიალოგს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას", - განაცხადა დონალდ ტამპმა. 

      დღის ამბები
      მეტი