30 მარტი 2025,   01:46
ვრცლად
"ეს სახელმწიფოები გვთხოვდნენ, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთთან და ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არღვევენ საერთაშორისო სანქციებს" - ლადო ბოჟაძე ლატვიაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა.

      მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლატვიის მთავრობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს, თავად აქტიურად არის ჩართული რუსეთთან ვაჭრობაში.

      "ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებული აგრესიით და უსამართლობით გამოირჩევიან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, სწორედ ეს სახელმწიფოები იყვნენ, ვინც ღიად ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ახლაც, ვადაგასული პრეზიდენტი სწორედ ამ ქვეყნებმა მიიწვიეს და თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ასევე მოვისმინეთ არაერთი ტყუილი და დეზინფორმაცია, ისევე როგორც, ტყუილი და დეზინფორმაციაა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადება, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა. ეს სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც ჩვენ გვაიძულებდნენ და გვთხოვდნენ, რომ დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთთან და ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არღვევენ საერთაშორისო სანქციებს რუსეთთან მიმართებაში და სწორედ ბალტიის სახელმწიფოები გამოიყენებიან, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გაიზარდოს რუსეთიდან იმპორტი ამ ქვეყნებში და შესაბამისად - ევროკავშირში. გარდა იმისა, რომ ისინი არყის იმპორტით ხუთეულში არიან რუსეთიდან, ასევე თავად არიან მთავარი ექსპორტიორები ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა პროდუქციის რუსეთში,"- აცხადებს  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

      სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს "ქომთრეიდის" პლატფორმის მონაცემების მიხედვით, ლატვიამ წლის განმავლობაში იმპორტი ორჯერ გაზარდა.

       

      დღის ამბები
      მეტი