30 მარტი 2025,   01:42
ვრცლად
"ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ვინც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი, დაასრულონ პოლარიზაცია" - ბეატე მაინლ-რაიზინგერი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაშია. მაკა ბოჭორიშვილმა ვიზიტი ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო, გაიმართა მოლაპარაკება კოლეგასთან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.

      ბეატე მაინლ-რაისინგერმა საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით დაიწყო, აღნიშნა, რომ დღის წესრიგში ბევრი რთული საკითხია, შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება.

      "ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი განვითარების პროგრამის ფარგლებში საკვანძო მონაწილეა. ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური პარტნიორობა, რისი გაფართოებაც იქნება ორივე მხარისთვის სასარგებლო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განგრძობადი აგრესიის ომის კონტექსტში ჩვენ ორივეს გვჭირდება, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა. ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. კარგ პარტნიორებს შორის ასევე შესაძლებელია იყოს ღია და გულწრფელი დისკუსია გვქონოდა.

      სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ბევრი რთული საკითხი დღის წესრიგში. საქართველომ შეცვალა მიმართულება. ეს სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც კანონმდებლობით ხორციელდება, რომელსაც მიზანში ყავს ამოღებული სამოქალაქო საზოგადოება.

      2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხარვეზები, რაც ეუთო/ოდირმა დააფიქსირა. ამ მომენტისთვის შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ვინც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი, რომ დაასრულონ პოლარიზაცია.

      არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა დიალოგისა. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი, სრულად თქვენი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, ისიც ცხადია, რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებით თქვენს ძალისხმევას რომ უფრო ჩაერთოთ ევროინტეგრაციის პროცესში. წინააღმდეგი ვარ სრულად კარის დახურვის, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება," - აცხადებს ბეატე მაინლ-რაიზინგერი.

       

      ავტორი: ნანა გოგატაძე. 

       

       

       

      დღის ამბები
      მეტი