30 მარტი 2025,   01:30
ვრცლად
"ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია" - თეა წულუკიანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლა, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია, – ამის შესახებ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

      მისივე თქმით, სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეგზავნოს, მამუკა ხაზარაძეს კი უფლება აქვს, თავი ან გამოძიებას დააკითხინოს, ან მაგისტრატ მოსამართლეს.

      "ნებავს გამომძიებლის წინაშე დააკითხვინებს თავს, ან მოითხოვს მაგისტრანტ მოსამართლესთან დაკითხვას. მთავარი ის არის, რომ მას მოუწევს დაკითხვაზე მისვლა და მოუწევს გასცეს პასუხი შეკითხვას - რატომ არ გამოცხადდა კომისიის წინაშე. "თიბისი ბანკი," ბატონი მამუკა, ბატონი ბადრი ფიგურირებენ ბევრ საქმეში, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მათ არ ჰქონდათ ამის ლეგიტიმაცია და კანონიერი საფუძველი. ისინი ყოფილან წინა რეჟიმის ინსტრუმენტები და რეალურად რეკეტის განმახორციელებლები კეზერაშვილის და სხვათა ხელში.

      მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე. მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

      დღის ამბები
      მეტი