
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, მოულოდნელად, საავტომობილო გზა ჩავარდა და მოტოციკლისტი მოიყოლა, რომელმაც მომხდარზე რეაგირება ვერ მოასწრო. მეხანძრე მაშველებმა დაადასტურეს, რომ მოტოციკლისტი დაიღუპა. მისი ცხედარი დაახლოებით 18-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაშველების განმარტებით, მამაკაცის ცხედარი, მიწის ქვეშ მისი ჩავარდნის ადგილიდან, დაახლოებით 50 მეტრში იპოვეს.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად, რომელიც სამხრეთ კორეის სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოტოციკლეტის წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლიც დაშავდა, რომელიც ორმოში ჩავარდნას გადაურჩა.