
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. Reuters-ის ინფორმაციით, სტამბოლის ოპოზიციის მიერ მართულმა მუნიციპალურმა საბჭომ აირჩია დროებითი მერი, რომელიც მართავს ქალაქს, ვიდრე ეკრემ იმამოღლუ დაპატიმრებულია.
314-წევრიანმა საბჭომ ნური ასლანი 177 ხმით აირჩია.
სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.