22 ივნისი 2025,   06:42
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი დასრულდა

მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო შეხვედრა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან გამართა.

იქამდე, მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის სახლში მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

დღის ამბები