"ლელომ" პროკურატურაში 2024 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე განცხადება შეიტანა. პარტიამ მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ეტაპზეა გამოძიება 4 თვის შემდეგ.
"ლელოში" მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ეს არის სამართლებრივი საფუძველი, იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
"მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ მოგვეწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა ამჟამად გამოძიება. ცხადია, ველოდებით გამოძიების სწრაფად დასრულებას და შედეგების გასაჯაროებას. იანვარში გასაჯაროვდა შუალედური დასკვნა და ამის შემდეგ გასულია 4 თვე. 4 თვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ დასრულებულიყო გამოძიება და ეცნობებინათ გამოძიების შედეგები", - ამბობს ლანა გალდავა.