
გორში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მუზეუმსაც ეწვივნენ. მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების პირადი ნივთები – საბრძოლო ჯილდოები, ფოტო სურათები და სხვა.