24 ივნისი 2025,   10:37
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა მეტროსადგურიდან აშშ-ის საელჩოსკენ მსვლელობა მოაწყვეს

თბილისში, სხვადასხვა მეტროსადგურთან დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. შეხვედრის საბოლოო ადგილი "ახმეტელის" მეტრო იყო, საიდანაც დემონსტრანტები მსვლელობით ამერიკის საელჩოსკენ წავიდნენ.

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, დღევანდელი მსვლელობის მიზანია კონგრესს მადლობა უთხრან "MEGOBARI აქტის" მიღებისთვის.

"ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე. შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა," - აღნიშნა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

დღის ამბები