12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა.
თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მახათას მთაზე დილიდან (10:00) აღევლინება.
დღესვე, ტაძარში მისულებს მამა გაბრიელის სანაწილე ხატის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ. ხატი, დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი დღით, მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.