22 ივნისი 2025,   13:15
ვრცლად
"არც ვიცი, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ... აღმოჩნდა, რომ ერთს დედა ჰყავს რუსეთის მოქალაქე, რუსეთშია და ჩვენთან აქვს პრეტენზია... ელენე ხოშტარიას მიმდევრები ყოფილან" - ირაკლი ზარქუა შეურაცხყოფასა და გინებაზე

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს.

"არც ვიცი, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ. აღმოჩნდა, რომ ერთს დედა ჰყავს რუსეთის მოქალაქე, რუსეთშია და ჩვენთან აქვს პრეტენზია. წარმოგიდგენიათ რა შინაარსის ხალხი ჰყავთ შემოკრებილი გუნდში.

აღმოჩნდა, რომ ელენე ხოშტარიას მიმდევრები ყოფილან, ელენე ხოშტარია კი იცით, რომელიც არის, ჩემმა ზუგდიდელებმა ისედაც იციან, პუტინის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება დღემდე მისი ოჯახი და აქ ვითომ პატრიოტიზმს აწვებიან. მისი მიმდევარი მისნაირი იქნება, აბა, რა იქნება.

როგორც აღმოჩნდა, მისი ოჯახის წევრებიც რუსეთის მოქალაქეები ყოფილან. ასეთი ადამიანებისგან მეტს რას უნდა ველოდოთ. მათი ამოცანა და დაკვეთა არის მათი პატრონებისგან და ქვეყნის გარედან, რომ მაქსიმალურად რადიკალიზაცია მოახდინონ პროცესების, რომ აქ ქართველი ქართველს დაუპირისპირდეს, აქ შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს, აქ რომ მოხდეს პოლარიზაცია, მოხდეს ახალგაზრდების დაქსაქსულობა. ამას ემსახურება მეტი არაფერი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები