საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე სტამბოლში ეთნოსპორტის მეშვიდე ფესტივალის გახსნას დაესწრო და ეთნოსპორტის მსოფლიო კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.
საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტებს და ეთნოსპორტის განვითარებას საქართველოში.
ღონისძიებაში 20 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის არიან ქართველი ცხენოსნები, რომლებიც დღეს ქართულ ტრადიციულ სახეობებს წარმოადგენენ.