ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანს უფლება აქვს, ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღოს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის დარტყმები ვერ განხორციელდებოდა აშშ-ის დახმარების გარეშე.
"ირანი ყოყმანის გარეშე დაიცავს ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე“, – ვკითხულობთ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.