08 ივლისი 2025,   06:45
ვრცლად
პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც პლანეტის პირველობაზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

ისტორია დაიწერა - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია - პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც პლანეტის პირველობაზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.

25 წლის ძიუდოისტმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი მეტოქე - მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მანამდე კი, ქართველმა ნახევარფინალში თურქმენეთის სახელით გამომსვლელი მაისა პარდაიევა დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. 

მის ანგარიშზე აქამდე ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი იყო. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად იშრომა, დაბრკოლებების მიუხედავად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა შეძლო და მსოფლიო პირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. 

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე 

დღის ამბები