02 სექტემბერი 2026,   03:45
ვრცლად
პაველ ჰერჩინსკი - "მე, როგორც ევროკავშირის ელჩს, მაქვს პრინციპი, რომ არ გავაკეთო კომენტარი სხვის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, მე წარმოვადგენ მხოლოდ ევროკავშირს, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს მშვიდობას და დიალოგს"

"მე, როგორც ევროკავშირის ელჩს, მაქვს პრინციპი, რომ არ გავაკეთო კომენტარი სხვის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე. მე წარმოვადგენ მხოლოდ ევროკავშირს, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს მშვიდობას, დიალოგს და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად გადაიჭრება - ყველა მხარის ჩართულობით," - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ქართველების უმრავლესობის არჩევანია, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ევროკავშირი თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპებზე დგას, ეს პრინციპები კი არ გადაიხედება.

"ქართველების უმრავლესობის არჩევანის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი დგას შემდეგ პრინციპებზე - თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ეს ის საკითხებია, რაც არ გადაიხედება და უცვლელია. ის, რასაც ვხედავთ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების შემთხვევაში, არის არაპროპორციული სასჯელი და გულდასაწყვეტია მზიას საქმეც. ის უკვე ნახევარი წელია ციხეშია და მას კიდევ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის ყოველთვის იყო კრიტიკული, ყველა მთავრობის მიმართ, რაც მან ჩაიდინა არ შეესაბამება სასჯელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პროცესის დასრულებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ უკვე ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ორი დღის წინ მიიღეს. ჩვენ ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ სამართალი აღსრულდება," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები