საქართველო-ესპანეთი - ერთი საათი პრინციპულ მატჩამდე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს ხვდება. შეხვედრა 4 საათზე, კვიპროსში გაიმართება, ეს არის წელს ევრობასკეტის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის.
ბოლო ინფორმაციით, კაპიტანი, თორნიკე შენგელია 12 კალათბურთელს შორის, სათადარიგო შემადგენლობაში იქნება, თუმცა მიეცემა თუ არა მას თამაშის საშუალება, ჯერ უცნობია.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი