საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში იმყოფებიან, მათმა ნაწილმა მოახერხა ღობეზე გადაძრომა, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს ჯებირი და ადგილზე მყოფ დაცვის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სამართალდამცველებმა მათი მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.