03 აგვისტო 2026,   01:17
ვრცლად
მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პედაგოგებიც ერთიანდებიან

მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ინკლუზიური განათლება და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სახელმწიფო უწყებებთან ერთად ერთიანდებიან პედაგოგებიც. განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური დეპარტამენტიც, რომელიც სპეც მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების მიღებაში ეხმარება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს განათლების მინისტრმა გახსნა. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 33 წელზე მეტია აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი აქტივობა, საინფორმაციო კამპანიები და სამუშაო შეხვედრები იმართება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

დღის ამბები