გარემოს დაცვის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგები უტარდებათ თბილისის სამი საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლეს.
ნარჩენების მართვა და დახარისხების პრაქტიკული მიდგომები, პლასტმასის უარყოფითი გავლენა გარემოზე და მისი ხელახალი გამოყენების ალტერნატივები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თეორიული საკითხებისა, რომლებზეც ტრენინგებზე შეკრებილები სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ.