03 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
2026 წელს აფხაზეთის მთავრობა კიდევ უფრო მეტ პროექტს შესთავაზებს აფხაზეთის საჯარო სკოლებს - გიორგი ჯინჭარაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მდებარე აფხაზეთის №5 და №6 საჯარო სკოლები იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პედაგოგების პროფესიული განვითარების საკითხებზე.

გიორგი ჯინჭარაძემ, მინისტრთან ერთად, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევებზე, მნიშვნელოვანია მიმდინარე რეფორმა, რომელიც გაზრდის სწავლების ხარისხს და 2026 წელს აფხაზეთის მთავრობა კიდევ უფრო მეტ პროექტს შესთავაზებს აფხაზეთის საჯარო სკოლებს,"- აცხადებს გიორგი ჯინჭარაძე. 

დღის ამბები