02 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
ანანურთან ტრაილერის გადაბრუნების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საფრთხის გამო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

დღის ამბები