02 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრი ქუთაისში 150 მოსწავლეზე გათვლილი 28-ე საჯარო სკოლის დასკვნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ქუთაისში 150 მოსწავლეზე გათვლილი 28-ე საჯარო სკოლის დასკვნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა კომფორტული და უსაფრთხო საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები, რაც მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდებით მიღების შესაძლებლობას მისცემს.

შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი, მოსწავლეებზე მორგებული სათამაშო და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს.

დღის ამბები