საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, ორ ახალ საბავშვო ბაღს აშენებს და ერთს სრულ რეაბილიტაციას უტარებს. მე-11 და 25-ე ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მოზარდის საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობების მშენებლობა, თითქმის დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
დასასრულს უახლოვდება სარეაბილიტაციო სამუშაოები 31-ე საბავშვო ბაღშიც. სამივე ბაღი, სულ, 1000-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს მოემსახურება.